„უიმბლდონი“ და ავსტრალიის ღია ჩემპიონატი წესების შეცვლას გეგმავენ
„უიმბლდონი“ და ავსტრალიის ღია ჩემპიონატი წესების შეცვლას გეგმავენ

„უიმბლდონისა” და ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორები სერიოზულად განიხილავენ გადამწყვეტ სეტებში ტაი-ბრეიკის შემოღების საკითხს. ეს ამბავი აქტუალური კევინ ანდერსონსა და ჯონ ისნერს შორის იმ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გახდა, რომელიც „უიმბლდონზე“ წელს გაიმართა და მეხუთე სეტი ანგარიშით 26:24  დამთავრდა. სეტი 6 საათსა და 36 წუთს მიმდინარეობდა.

ამერიკის ღია პირველობის პერიოდში ავსტრალიის ტურნირის ორგანიზატორები გამოკითხვას ატარებენ გადამწყვეტ სეტში ტაი-ბრეიკის თაობაზე. ამ კვირაში ნიუ-იორკში უნდა გაიმართოს შეხვედრა ყველა „დიდი სლემის” ორგანიზატორებს შორის, სადაც 2019 წლის ტურნირებში წესების შეცვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.