უიმბლდონი 2018 - კაცების ტურნირი მესამე ნომრის გარეშე დარჩა
უიმბლდონი 2018 - კაცების ტურნირი მესამე ნომრის გარეშე დარჩა

პირველი დიდი სენსაცია მოხდა კაცების ტურნირზე – ბრძოლას გამოეთიშა მესამე ნომერი, ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელიც მსოფლიოს 82-ე ჩოგანთან, არგენტინელ გვიდო პეიასთან ხუთ სეტში დამარცხდა – 6:3, 6:1, 4:6, 6:7(3), 5:7. შეხვედრა 3 საათი და 13 წუთი მიმდინარეობდა.
ჩილიჩმა პირველი ორი სეტი ძალიან იოლად მოიგო და მესამეში ბრეიკით 4:3-ს იგებდა, რის შემდეგაც დაიწყო მისი პრობლემები, რომელიც მატჩის ბოლომდე ვერ მოაგვარა.
ხორვატმა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იბრძოლა, მეოთხე სეტში 1:3-დან გაათანაბრა ანგარიში, ერთხელ ზედიზედ 18 ქულა აიღო თავის გეიმებში, სულ 27 ეისი ჩააწოდა, მაგრამ ცუდი სამსახური გაუწია 37-მა უნებლიე შეცდომამ.
მეხუთე სეტში ჩილიჩმა 3 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ბოლოსკენ სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ თამაში მაინც ვერ გადაარჩინა.

კაცები
II წრე
ნადალი (ესპ, 2)-კუკუშკინი (ყაზ) 6:4, 6:3, 6:4
პეია (არგ)-ჩილიჩი (ხორ, 3) 3:6, 1:6, 6:4, 7:6(3), 7:5
დელ პოტრო (არგ, 5)-ლოპესი (ესპ) 6:4, 6:1, 6:2
ანდერსონი (ს. აფრ, 8)-სეპი (იტა) 6:3, 6:7(5), 6:3, 6:4
ისნერი (აშშ, 9)-ბემელმანსი (ბელ) 6:1, 6:4, 6:7(6), 6:7(3), 7:5
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-სებალიოსი (არგ) 6:1, 6:2, 6:3
ვესელი (ჩეხ)-შვარცმანი (არგ, 14) 6:3, 6:4, 7:6(3)
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ჰაასე (ჰოლ) 6:3, 6:4, 7:5
ფონინი (იტა, 19)-ბოლელი (იტა) 6:3, 6:4, 6:1
ედმუნდი (ბრიტ, 21)-კლანი (აშშ) 6:4, 7:6(0), 6:2
ნიშიკორი (იაპ, 24)-ტომიჩი (ავსტრა) 2:6, 6:3, 7:6(7), 7:5
კოლშრაიბერი (გერ, 25)-მიულერი (ლუქ) 7:6(6), 7:6(4), 7:6(3)
პერი (საფ)-შაპოვალოვი (კან, 26) 0:6, 6:2, 6:4, 7:6(3)
გულბისი (ლატ)-ძუმჰური (ბოს, 27) 2:6, 6:4, 6:3, 1:6, 6:3
ციციპასი (საბ, 31)-დონალდსონი (აშშ) 6:3, 6:2, 3:6, 4:6, 6:3
ფაბიანო (იტა)-ვავრინკა (შვეიც) 7:6(7), 6:3, 7:6(6)
ხაჩანოვი (რუს)-ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:4, 3:6, 6:7(4), 5:7
ტიაფო (აშშ)-ბენეტო (საფ) 4:6, 6:3, 6:4, 6:2
სიმონი (საფ)-ბერეტინი (იტა) 6:3, 7:6(4), 6:2
ებდენი (ავსტრა)-რობერი (საფ) 6:3, 7:6(5), 4:6, 6:1
დე მინორი (ავსტრა)-ერბერი (საფ) 6:2, 6:7(8), 7:5, 6:3.