უილიამსების დუელში ვინუსმა მოიგო
უილიამსების დუელში ვინუსმა მოიგო

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდა. მთავარ მატჩში დები უილიამსებივინუსი და სერენა შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მათი რიგით 29-ე დაპირისპირება იყო პროფესიულ ტურში.

შეხვედრა საათი და 27 წუთი გაგრძელდა და უფროსი უილიამსის გამარჯვებით დასრულდა. ვინუსმა პირველ პარტიაში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა მეექვსე გეიმში და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. მეორე სეტი მან ზედიზედ ორი ბრეიკით დაიწყო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ სერენამ მოახერხა გაბრძოლება – მან ორჯერ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ვინუს უილიამსმა შეძლო 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდება და მერვედფინალში გასვლა.

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე უკვე დაკომპლექტდა ყველა მერვედფინალური წყვილი:

სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, 1)-კიან ვანგი (ჩინეთი)
მარკეტა ვონდროუშოვა (ჩეხეთი)-პეტრა მარტიჩი (ხორვატია)
ნაომი ოსაკა (იაპონია)-მარია საკარი (საბერძნეთი)
ამანდა ანისიმოვა (აშშ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი, 5)
ვინუს უილიამსი (აშშ, 8)-ანასტასია სევასტოვა (ლატვია, 21)
დანიელ როუზ კოლინზი (აშშ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 27)
კაროლინ გარსია (საფ, 7)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)
დარია კასატკინა (რუს, 20)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2).