უიღბლო მე-13 ტური მასპინძლებისთვის - „ტორპედომ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
მასპინძლებისთვის უიღბლობა ეროვნული ლიგის მე-13 ტურში საგურამოს „ლოკო არენაზე“ გამართულ მატჩშიც გაგრძელდა – „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ისე დამარცხდა, მეტოქის კარის აღება მანაც ვერ შეძლო.
ქუთაისელებმა უპირატესობა შეხვედრის პირველივე ნახევარში მოიპოვეს – მე-18 წუთზე ანგარიში გიორგი კუხიანიძემ გახსნა. მან გაიტანა გიორგი ქიმაძის გადაცემით, რომელიც 21-ე წუთზე თავად გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
„ტორპედომ“ თბილისელთა კარი მეორე ნახევარშიც აიღო – 69-ე წუთზე კუხიანიძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ქუთაისელებმა გასვლაზე 3:0 გაიმარჯვეს და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაუჩნდათ.
13 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ ქულა ისევ ვერ მოიპოვა და ეროვნული ლიგის ანტირეკორდს უმიზნებს. ქუთაისის „ტორპედომ“ (14) კი „თელავთან“ (16) ჩამორჩენა შეამცირა და ბოლნისის „სიონთან“ (10) სხვაობა გაზარდა.
რაც შეეხება მასპინძლების უიღბლობას, მათ 4 მატჩში ერთხელაც ვერ შეძლეს მეტოქის კარის აღება:
ტური 13
დილა – დინამო თბ 0:1
საბურთალო – დინამო ბთ 0:0
სიონი – სამგურალი 0:2
ლოკომოტივი – ტორპედო 0:3
მასპინძლებს ვითარების შეცვლის ბოლო იმედი ტურის ბოლო შეხვედრაში გააჩნიათ, რომელიც „კავკასიონ არენაზე“ იმართება – „თელავი“ „გაგრას“ მასპინძლობს.