უგოლო ფრე მარტვილში
უგოლო ფრე მარტვილში

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში პირველი ტური მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩით დასრულდა. ადგილობრივმა ‘მერანმა’ ‘გაგრას’ უმასპინძლა.

მარტვილელებს, რომლებიც მატჩში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, ანაგრიშის გახსნის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხან კი ‘გაგრას’ მეკარე ვადიმ შევჩუკი თამაშობდა კარგად.

საბოლოოდ ანგარიში არ გახსნილა და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ვიტ ჟორჯია 1-1 ცხინვალი

შუქურა 2-3 ნორჩი დინამო

თელავი 1-0 დინამო ბათუმი

შევარდენი 1906 0-2 სამგურალი