უგოლო ფრე „ენფილდზე“ - „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველ ადგილს ინარჩუნებს
უგოლო ფრე „ენფილდზე“ - „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველ ადგილს ინარჩუნებს

ინგლისის პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც „ლივერპულმა“ სახლში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო. ამ ისტორიულ დაპირისპირებას კიდევ უფრო მეტ დრამატულობას ის სძენდა, რომ „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მერსისაიდელებს სულ რაღაც 3 ქულით უსწრებენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, პირველ ტაიმში „ლივერპულს“ გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, რაც ბურთის ფლობაშიც აისახებოდა, მაგრამ კლოპის ბიჭებმა მაინც ვერ მოახერხეს გოლის გატანა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, „მანჩესტერმა“ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა და რომ არა ალისონ ბეკერი, დიდი ალბათობით, სულშერი „ენფილდიდან“ 3 ქულას წაიღებდა. საბოლოო ჯამში კი მატჩი 0:0 დასრულდა.

„იუნაიტედს“ „ლივერპულთან“ გასვლით შეხვედრაში უკვე ზუსტად 5 წელია არ მოუგია, ბოლოს ეს მათ 2016 წლის 17 იანვარს მოახერხეს.

18 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 37 ქულით „მანჩესტერი“ იმყოფება, მეორე ადგილზე „ლესტერია“ 35 ქულით, რომელმაც „საუთჰემპტონს“ 2:0 მოუგო, მესამეზე იურგენ კლოპის გუნდია 34 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“, რომელსაც ამ სამ გუნდთან შედარებით ორით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცევიან.