საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ, უგო ლორისმა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება 36 წლის ფეხბურთელმა გაზეთ „ეკიპში“ გააკეთა.
ლორისის თქმით, „მილანის“ 27 წლის მეკარე მაიკ მენიანი მზად არის, გახდეს საფრანგეთის ნაკრების პირველი ნომერი.
უგო ლორისს ქვეყნის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წლის ნოემბერში ჰქონდა. მან საფრანგეთის ნაკრებში 145 მატჩი ჩაატარა და 2018 წელს მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის რეკორდსმენია ნაკრებში მატჩების რაოდენობით.
2012 წლიდან ლორისი ლონდონის „ტოტენჰემში“ თამაშობს.
„მოვიდა დრო, საფრანგეთის ნაკრებმა განვითარება ახალ თაობასთან ერთად გააგრძელოს. გუნდი მზად არის ჩემ გარეშე სათამაშოდ. განახლება – ბუნებრივი პროცესია. მე გამიმართლა, რომ ჩემმა თაობამ კვალი დატოვა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ვერავინ წამართმევს“, – განაცხადა ლორისმა.