უგო გასტონს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა დააკისრეს [ვიდეო] #1TVSPORT
უგო გასტონს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა დააკისრეს [ვიდეო] #1TVSPORT

22 წლის ფრანგ ჩოგბურთელს, უგო გასტონს მადრიდის მასტერსზე ჩადენილი ქმედების გამო ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა დააკისრეს, მას გათამაშების დროს კორტზე ბურთის შეგდებისთვის 133 000 ევროს გადახდა მოუწევს.

ხორვატ ბორნა ჩორიჩთან მადრიდის მასტერსის 1/32 ფინალური ეტაპის მატჩისას მსოფლიოს 108-ე ჩოგანმა გასტონმა ბურთი ჯიბიდან იმ დროს გადააგდო, როდესაც მეტოქეს სეტ პოინტი ჰქონდა და ქულის მოგებასთან ახლოს იყო. საბოლოოდ, აღნიშნული დაპირისპირება ფრანგმა ორ სეტში, 3:6, 3:6 წააგო.

ATP-ი გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა და საბოლოოდ ვერდიქტი 23 მაისს გამოიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს გასტონმა მხოლოდ 120 000 ევროს გამომუშავება მოახერხა.