UFC | მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზეა #1TVSPORT
12 მარტს მერაბ დვალიშვილმა თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ბრძოლა მოიგო. ქართველმა სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერი, ყოფილი ჩემპიონი და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, რუსი პიოტრ იანი დამაჯერებლად დაამარცხა.
UFC-იმ რეიტიგები განაახლა და, რა თქმა უნდა, მერაბის შესანიშნავი პერფორმანსი გაითვალისწინა – დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე დააწინაურა, რაც ქართველ მებრძოლებს შორის საუკეთესო შედეგია.
სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი დვალიშვილის მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია. მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა შონ ო’მალი, ხოლო პიოტრ იანი მეოთხე პოზიციაზე დაეშვა.