UFC-ის პრესსამსახურმა დაასახელა 2018 წლის საუკეთესო მებრძოლი. ეს სტატუსი ერგო მძიმე წონაში UFC-ის ჩემპიონ დანიელ კორმიეს.
2018 წელს, კორმიე გახდა მეორე მებრძოლი (კონორ მაკგრეგორის შემდეგ) UFC-ის ისტორიაში, რომელიც ორ წონით კატეგორიაში ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. მძიმე წონის გარდა, ამერიკელი ფლობს ტიტულს ნახევრადმძიმე წონაში. შარშან, მან ჯამში სამი ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გამარჯვება მოიპოვა, ამასთან, დაიცვა ტიტულები ორივე წონაში, რაც ასევე უნიკალური მიღწევაა.
კორმიე სათავეში უდგას მებრძოლთა რეიტინგს ESPN-ისა და UFC-ის ვერსიით.