UFC-მ თარიღი გამოაცხადა - ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს იბრძოლებენ #1TVSPORT
UFC-მ თარიღი გამოაცხადა - ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს იბრძოლებენ #1TVSPORT

ილია თოფურია პირველი ქართველი გახდება, რომელიც MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებს.

დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის (14 გამარჯვება, 0 მარცხი) მეტოქე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

UFC-მ ბრძოლის ჩატარების თარიღიც გამოაცხადა. ცნობილია, რომ ქართველი და ავსტრალიელი 2024 წლის 18 თებერვალს იჩხუბებენ UFC 298-ზე. ჯერ უცნობია ქალაქი, რომელიც დაპირისპირებას უმასპინძლებს.

35 წლის ვოლკანოვსკიმ ოქტომბერში მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მოგებაც სცადა, თუმცა აბუ დაბიში ისლამ მახაჩევთან პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. მას ქვემსუბუქ წონაში (13 გამარჯვება, 0 მარცხი) კარიერაში წაგება ჯერ კიდევ არ აქვს.