UFC | ჯარედ კანონიერმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც რომან დოლიძესთან ვეღარ იბრძოლებს #1TVSPORT
UFC | ჯარედ კანონიერმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც რომან დოლიძესთან ვეღარ იბრძოლებს #1TVSPORT

Submission Radio-სთან საუბარში UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ჯარედ კანონიერმა განაცხადა, რომ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც დეკემბერში რომან დოლიძესთან ვეღარ იბრძოლებს.

თავდაპირველად, დოლიძეს ნოემბერში დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ ჰქონდა ჩანიშნული ჩხუბი და ეს დაპირისპირებაც მეტოქის დაზიანების გამო გაუქმდა.

რაც შეეხება კანონიერთან ბრძოლას, საშუალო წონის რეიტინგის მეოთხე ნომერთან ერთად დოლიძე ოქტაგონზე 3 დეკემბერს UFC Austin-ის ღონისძიების ეგიდით უნდა შესულიყო.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება 35 წლის რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე. ქართველმა უკანასკნელი ჩხუბი მიმდინარე წლის მარტში იტალიელ მარვინ ვეტორისთან გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამჟამად დოლიძე რეიტინგში მეშვიდეა.