UFC-ის პრეზიდენტმა მაკგრეგორის დაბრუნების ზუსტი თარიღი დაასახელა #1TVSPORT
შაბათს ლას ვეგასში გაიმართა საიუბილეო ტურნირი – UFC300. ეს შოუ გახდა კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ საინტერესო ბრძოლების ჩასატარებლად, არამედ ხმამაღალი განცხადების გასაკეთებლად. ამით ისარგებლა UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაიტმა.
ტურნირის შემდეგ უაიტმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 29 ივნისს, UFC303-ზე დაბრუნდება. მას ელოდება ბრძოლა მაიკლ ჩენდლერთან. ეს შოუ ლას ვეგასში გაიმართება.
მაკგრეგორს მონაწილეობა არ მიუღია ბრძოლებში მას შემდეგ, რაც 2021 წელს ფეხი მოიტეხა დასტინ პორიესთან შეხვედრაში. თავად დანა უაიტმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ირლანდიელი შეიძლება არასოდეს დაუბრუნდეს შერეულ ორთაბრძოლებს და ივარაუდა, რომ მაკგრეგორის კაპიტალი 200 მილიონი ფუნტის ოდენობით შეიძლება საკმარისი საბაბი აღმოჩნდეს სპორტში დაბრუნებაზე უარის სათქმელად.