UFC-ის პრეზიდენტი - 2019 წელს ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის რევანშის დიდ შანსია
UFC-ის პრეზიდენტი - 2019 წელს ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის რევანშის დიდ შანსია

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა, გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ყველა წინაპირობა არსებობს რუს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შორის მატჩ-რევანშის ორგანიზებისთვის.

„თუ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ეს ბრძოლა უკვე წელს უნდა გაიმართოს“, – მოჰყავს უაიტის სიტყვები TMZ Sports-ს.

ამასთან, UFC-ის შეფმა არ გამორიცხა, რომ მაკგრეგორამდე, ნურმაგომედოვმა, შესაძლოა, ბრძოლა ჩაატაროს მჩატე წონაში ტიტულის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტთან. კერძოდ, ლაპარაკია ამერიკელ ტონი ფერგიუსონზე.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს, ლას ვეგასში UFC229-ის ტურნირზე ხაბიბმა მაკგრეგორი მახრჩობელა ილეთით, ვადაზე ადრე დაამარცხა.