UFC-ის ლეგენდამ შეიძლება ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ იჩხუბოს #1TVSPORT
UFC-ის ორგზის ყოფილმა ჩემპიონმა, ჟორჟ სენ-პიერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივესთან, ფლოიდ მეივეზერთან.
„ყველაზე წარმატებულმა მოკრივემ შემომთავაზა ბრძოლა. მე მას ვუთხარი: „ჩემთვის ეს ღირსების საკითხია და არა – ფულის. შენ ვერ შეძლებ ჩემ ყიდვას.
მე მათ შემომთავაზეს რინგზე გასვლა თანამედროვეობის უდიადეს მოკრივესთან. მე ვუპასუხე: „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებას დამრთავთ, ფეხებით ვიჩხუბო ან თეიქდაუნები გამოვიყენო“. მე მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი დამაკმაყოფილებს. არ ვაპირებ, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს მხოლოდ ფულის გამო ვეჩხუბო.
თუ მათ სურთ, ეს ბრძოლა მოაწყონ, უნდა დათანხმდნენ ჩემს პირობებს. საჭიროა კომპრომისი“, – განაცხადა სენ-პიერმა TSN-სთან ინტერვიუში.
წელს კანადელ მებრძოლს 42 წელი შეუსრულდება, მეივეზერმა კი უკვე აღნიშნა 46-ე დაბადების დღე.