გამოქვეყნდა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საერთო რეიტინგი, რომელშიც ყველა წონის მებრძოლია გაერთიანებული.
პირველი სამეული უცვლელი დარჩა. კლასიფიკაციას ლიდერობს ამერიკელი ჯონ ჯონსი, რომელიც ტიტულს ნახევრადმძიმე წონაში ფლობს. მეორე ადგილზეა მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი, მესამეზე დარჩა კი ამერიკელი ჰენრი სეხუდო – ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში.
მეოთხე პოზიციაზე სტიპე მიოჩიჩი იმყოფება, მეხუთე ადგილზეა ორ წონაში ჩემპიონი ქალებს შორის ამანდა ნუნიესი…
მე-14 ადგილიდან TOP10-ში შეაღწია ისრაელ ადესანიამ ახალი ზელანდიიდან, რომელმაც გასულ უქმეებზე რობერტ უიტაკერი დაამარცხა.
რაც შეეხება UFC-ის ირლანდიელ ვარსკვლავს კონორ მაკგრეგორს, იგი მე-12 ადგილზე იმყოფება.