UFC I ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ამერიკელი ჯოშ ემეტი იქნება #1TVSPORT
UFC-ის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია. 18 ივნისს თოფურია ამერიკელ ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება.
38 წლის ვეტერანი ამჟამად ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, საერთო ჯამში კი, შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებში 18 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. უკანასკნელი ბრძოლა ემეტმა წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ჩაატარა და იარი როდრიგესთან მეორე რაუნდში წააგო.
რაც შეეხება თოფურიას, 26 წლის ქართველი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა, ბოლო ბრძოლა კი საბმიშენით მან ბრაის მიჩელის წინააღმდეგ გასული წლის 10 დეკემბერს მოიგო. ჯამში ილიამ MMA-ში 13-ჯერ იჩხუბა და არცერთხელ დამარცხებულა.
ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის დაპირისპირება ხუთრაუნდიანი იქნება. აქამდე ქართველს კარიერაში მხოლოდ სამრაუნდიანი ბრძოლები ჰქონდა ჩატარებული. გამარჯვების შემთხვევაში იგი მეხუთე პოზიციამდე დაწინაურდება და საჩემპიონო ორთაბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდება.