UFC I ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი დაამარცხა - მისი მომდევნო მეტოქე, სავარაუდოდ, ილია თოფურია იქნება #1TVSPORT
UFC I ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი დაამარცხა - მისი მომდევნო მეტოქე, სავარაუდოდ, ილია თოფურია იქნება #1TVSPORT

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მეხუთედ დაიცვა ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი და ამ მაჩვენებლით ის ახლა მხოლოდ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს ჩამორჩება (ქამრის ექვსი დაცვა).

ლას ვეგასში ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის დროებით ჩემპიონს, მექსიკელ იაირ როდრიგესს დაუპირისპირდა. ბრძოლის პირველი ორი რაუნდი ავსტრალიელმა ჭიდაობის ხარჯზე მოიგო, ხოლო მესამე რაუნდის მიწურულს მეტოქის დამარცხება ნოკაუტით მოახერხა.

ბრძოლის შემდეგ ოქტაგონთან შედგა ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას შეხვედრაც. UFC-ის მიმომხილველების აზრით, ჩემპიონი ტიტულის კიდევ ერთხელ დაცვას სწორედ ქართველ მებრძოლთან შეეცდება. ქართველი სპორტსმენის მონაწილეობით ეს UFC-ში პირველი საჩემპიონო ჩხუბი იქნება.

26 წლის ილია თოფურიამ ივნისში ამერიკელი ჯოშ ემეტი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მეხუთე ნომერი გახდა. იგი MMA-ში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია – 14:0.