UFC | გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით არნოლდ ალენთან დამარცხდა #1TVSPORT
მანჩესტერში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა. Მასში მონაწილეობას ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძეც იღებდა.
35 წლის ჭიკაძე 30 წლის ბრიტანელ არნოლდ ალენთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა.
სამრაუნდიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი ქართველმა დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა მეორე და მესამე რაუნდებში ალენი ძალიან გააქტიურდა და ჭიკაძეს გაუჭირდა.
ამჟამად ქართველი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-10 ადგილზეა. ორგანიზაციაში ჩატარებული 10 ბრძოლის შემდეგ მას რვა გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.