UFC | დუ პლესმა სტრიკლენდი დაამარცხა და საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
UFC 297-ის მთავარი ბრძოლა საშუალო წონით კატეგორიაში მოქმედ ჩემპიონ ამერიკელ შონ სტრიკლენდსა და პრეტენდენტ დრიკუს დუ პლესს (სამხრეთ აფრიკა) შორის გაიმართა.
სტრიკლენდმა ჩემპიონის ქამარი ლეგენდარულ ისრაელ ადესანიას წაართვა და ახლა ტიტულს დაცვა უწევდა. დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა.
ამერიკელისა და სამხრეთ აფრიკელის დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და შესაბამისი ქულებიც დაიწერა (49-48, 48-49, 49-48). მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, UFC-ის საშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს და ტიტულის დაცვა უკვე დრიკუს დუ პლესის საზრუნავი იქნება.