UFC | დუ პლესიმ ადესანია დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა #1TVSPORT
UFC | დუ პლესიმ ადესანია დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა #1TVSPORT

UFC 305-ის ღონისძიებაზე მთავარი მოვლენა ისრაელ ადესანიას (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) ოქტაგონზე გამოსვლა იყო, რომელმაც საჩემპიონო ქამრის დაბრუნება დრიკუს დუ პლესის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში სცადა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა სანახაობრივი და დარმატული გამოდგა. სამხრეთ აფრიკელისა და ახალი ზელანდიელის დუელში გამარჯვებულის ბედი მეოთხე რაუნდში გადაწყდა.

დრიკუს დუ პლესიმ მოწინააღმდეგე ჯერ დაანაოკდაუნა, შემდეგ კი შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ადესანიასთან პრინციპულ დაპირისპირებაში მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.