18 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჯონ ჯონსი ოქტაგონს უბრუნდება. მომდევნო კვირას, 29 დეკემებერს UFC 232-ის ფარგლებში ჯონსი ალექსანდერ გუსტაფსონს დაუპირისპირდება. ბრძოლა თავდაპირველად ლას ვეგასის T-Mobile არენაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ერთი კვირით ადრე UFC-ის ხელმძღვანელობამ ის ლოს ანჯელესში გადაიტანა. დანა ვაიტმა ამის შესახებ გუშინ განაცხადა და მიზეზად ჯონსისთვის ლიცენზიის დაბრუნება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონს 2017 წელს, სწორედ კალიფორნიაში გამართული ბრძოლის შემდეგ, სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს, რის გამოც მას 18 თვე ბრძოლის საშუალება არ ჰქონდა და დისკვალიფიკაციას იხდიდა. რადგან ეს ამბავი 2017 წელს ლოს ანჯელესში მოხდა, სწორედ კალიფორნიაში მოხდება ჯონსისთვის ლიცენზიის დაბრუნება.
ბრძოლა ერთი ქალაქიდან მეორეში UFC-ის ისტორიაში პირველად გადაიტანეს.