UFC 232-ის პრესკონფერენცია | ალექსანდერ გუსტაფსონი ჯონ ჯონსს მატყუარას უწოდებს
UFC 232-მდე სულ ცოტა დრო რჩება. 29 დეკემბერს ლოს ანჯელესში ჯონ ჯონსი 18 თვიანი დისკვალიფიკაციის საკუთარ პირველ და სატიტულო ბრძოლას შვედი მებრძოლის, ალექსანდერ გუსტაფსონის წინააღმდეგ გამართავს.
ღონისძიებამდე 2 დღით ადრე, მებრძოლები და UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტი ჟურნალისტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შვედმა ჯონსის დოპინგ სკანდალებზე, შეიძლება ითქვას, საკუთარი კრიტიკული აზრი ღიად და ხმამაღლა პირველად დააფიქსირა.
„დიახ, მე მჯერა რომ ის მატყუარაა. გარდა ამისა, ეს ტიპი საუთარ თავში დარწმუნებული არ არის. მას აუცილებლად რაიმე არალეგალური ნივთიერების მიღება სჭირდება იმისათვის, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს და არ ღელავდეს. სულ ეს არის“, – განაცხადა გუსტაფოსონმა.
მიუხედავად ჯონსის ორგანიზმში დოპინგის შესაძლო არსებობისა, შვედ მებრძოლს სჯერა, რომ მეტოქის დამარცხებას შეძლებს. საპირისპირო აზრი გააჩნია ჯონი „ბოუნს“.
შეგახსენებთ, რომ ცნობილ ამერიკელს კარიერის მანძილზე შერეულ ორთაბრძოლებში 22 მოგება და 1 მარცხი აქვს. გუსტაფსონის ბალანსი 18-4-ზეა. ჯონსი ოქტაგონზე 2017 წლის შემდეგ არ გამოჩენილა და 29 დეკემბერს ის დიდ სპორტში დაბრუნდება.