„ოკლაჰომა-სიტის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი აგრძელებს აღდგენას მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ და არ არის გამორიცხული, 2018-19 წლების რეგულარული ჩემპიონატის სტარტის გამოტოვება მოუწიოს, – იტყობინება The Oklahoman.
კლუბის მთავარი მწვრთნელის ბილი დონოვანის თქმით, უესტბრუკი ყოველდღიურად პროგრესირებს, მაგრამ ჯერ ისევ არ მიუღია ექიმებისგან სრული დატვირთვითა და კონტაქტით ვარჯიშის უფლება.