დღეს დილით NBA-ში რეგულარული სეზონის ხუთი მატჩი გაიმართა. მორიგ გამარჯვებას მიაღწია ოკლაჰომა „სითი თანდერმა“, რომელმაც საკუთარ „ჩისპეიკ ენერჯი არენაზე“ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, სან ანტონიო „სფერსი“ ათი ქულის სხვაობით, ანგარიშით 104-94 დაამარცხა.
მასპინძლებს, როგორც მოსალოდნელი იყო, რასელ უესტბრუკმა ულიდერა. უკანახაზელის ანგარიშზე მორიგი სამმაგი დუბლი დაფიქსრიდა – 21 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა. ოკლაჰომა მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და მეტოქეს თამაშის შამოტრიალების საშუალება არ მისცა.
ამ მოგებით ბილი დონოვანის გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება სან ანტონიოს, ტეხასური კლუბი ბოლო პერიოდში არადამაჯერებელია, რაც შედეგზეც ისახება. „სფერსი“ მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა და პლეი ოფის საგზურის შენარჩუნებისთვის სერიოზულად მომატება დასჭირდება. მისი კონკურენტები ლოს ანჯელეს „კლიპერსი“, იუტა „ჯაზი“ და დენვერ „ნაგეტსი“ იქნებიან.
შარლოტი-ფინიქსი 122-115
მაიამი-ვაშინგტონი 129-102
დალასი-მემფისი 114-80
კლიპერსი-ორლანდო 113-105