უეინ რუნის ვაჟი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში ივარჯიშებს
უეინ რუნის ვაჟი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში ივარჯიშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდის უეინ რუნის ცხრა წლის ვაჟი კაი რუნი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში მიიღებს ადგილს, – წერს გაზეთი „სანი“.

უმცროსი რუნი „სიტის“ აკადემიის წევრი იყო ჯერ კიდევ უეინ რუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლამდე. 2016 წლამდე ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღსაზრდელად მიიჩნეოდა.

34 წლის უეინ რუნიმ უკვე ითამაშა თავისი ბოლო შეხვედრა MLS-ის გუნდ „დი სი იუნაიტედში“. იანვარში ის ინგლისში დაბრუნდება და ჩემპიონშიფში „დერბის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდება.

უეინ რუნისა და მის მეუღლეს კოლინს ოთხი ვაჟი ჰყავთ. კაი მათი უფროსი შვილია.