MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „დი სი იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:0 მოუგო „ორლანდო სიტის“.
ერთადერთი გოლი ინგლისის ნაკრების ფორვარდმა უეინ რუნიმ მე-10 წუთზე გაიტანა – მან ეს საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დარტყმით მოახერხა.
ინგლისელისთვის ეს იყო მეცხრე გოლი (მეოთხე შედეგი ბომბარდირთა სიაში) რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში, „დი სი იუნაიტედმა“ კი ბოლო ექვს მატჩში პირველად მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.