ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა MLS-ში. „დი სი იუნაიტედის“ თავდამსხმელმა 33-ე წუთზე გახსნა ანგარიში „კოლორადოსთან“ მატჩში.
შეხვედრა „დი სი იუნაიტედმა“ 2:1 მოიგო.
რუნიმ ტიმ ჰოვარდს გაუტანა. ეს ფეხბურთელები ადრე ერთად თამაშობდნენ „ევერტონში“.
უეინ რუნისთვის ეს მეოთხე მატჩი იყო MLS-ში.