ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, ინგლისის ნაკრებს კაპიტნის სამკლავურით, მინდორზე უეინ რუნი გაიყვანს. ლეგენდარული ფორვარდი ამ სტატუსს ჰარი კეინისგან ერთი მატჩით გადაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ რუნის გაცილება ინგლისის ნაკრებიდან სწორედ აშშ-სთან მატჩში შედგება. ის ეროვნულ გუნდში, თავის 120-ე და ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ამ მაჩვენებლით ფორვარდზე წინ მხოლოდ მეკარე პიტერ შილტონია (125 მატჩი).
სხვათა შორის, უეინ რუნიმ, რომელიც „დი სი იუნაიტედში“ თამაშობს, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ კარიერას MLS-ში დაასრულებს, ოღონდ არ იცის ამას როდის გააკეთებს. 33 წლის ინგლისელმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის კლუბის შეცვლას არ აპირებს.