ცნობილი გახდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი ორი მატჩისთვის, რომლებიც 15 და 18 ნოემბერს გაიმართება. გარეტ საუტგეიტის გუნდს ჯერ აშშ-სთან ამხანაგური მატჩი უწევს, შემდეგ კი ხორვატიის წინააღმდეგ ერთა ლიგის შეხვედრა.
ნაკრებში გამოძახებულია უეინ რუნი, რომელიც აშშ-სთან გამოსათხოვარ შეხვედრას ჩაატარებს. დებიუტანტია კალუმ უილსონი „ბორნმუთიდან“, ხოლო ინგლისელთა სრული შემადგენლობა ასეთია –
მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეკ ბატლენდი (სტოკი), მარკუს ბეტინელი (ფულჰემი), ალექს მაკარტი (საუთჰემტონი);
მცველები – ლუის დანკი (ბრაიტონი), მაიკლ კინი (ევერტონი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კირან ტრიპიერი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნზი, კაილ უოკერი (ორივე – მანჩესტერ სიტი), ბენ ჩილველი (ლესტერი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯო გომეზი (ლივერპული);
ნახევარმცველები – ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ერიკ დაიერი, დელე ალი (ორივე – ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი, ჯესე ლინგარდი (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი), ჰარი უინკსი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ჩელსი);
ფორვარდები – რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), დენი უელბეკი (არსენალი), უეინ რუნი (დი სი იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).