უეინ რუნი "დი სი იუნაიტედს" მოელაპარაკა
უეინ რუნი "დი სი იუნაიტედს" მოელაპარაკა

“ევერტონის” ფორვარდი უეინ რუნი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. კერძოდ, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი MLS-ის კლუბ “დი სი იუნაიტედში” ითამაშებს, – წერს ინგლისური პრესა.

Sky Sports-ის მონაცემებით, ინგლისელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები. დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. მანამდე ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, ფეხბურთელი ვაშინგტონში იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გასულ სეზონში 32 წლის ფორვარდმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.