ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტმა უეინ გრეტცკიმ ჟურნალისტებს გაუმხილა, როგორ დაკარგა გონება რამდენიმე დღის წინ.
„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ოჯახთან ერთად ვსაუზმობდი, რაღაც მომენტში სკამიდან წამოვდექი, მაგრამ გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი. იძულებულნი ვიყავით, საავადმყოფოში წავსულიყავით, სადაც სრული გამოკვლევა ჩამიტარდა – ტვინიდან დაწყებული გულით დამთავრებული. გაირკვა, რომ ეს უბრალოდ, ორგანიზმის გამოფიტვა იყო, მაგრამ 20 ნაკერი დამადეს ნიკაპზე და ოთხი – თვალის ქვეშ. მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ყავაში ნარკოტიკები ჩამიყარა, მაგრამ, როგორც გაირკვა, მე ზერელედ ვეპყრობოდი გამოფიტვას. ამიტომაც გავითიშე. ჯერჯერობით ისევ ავად ვარ, მაგრამ ორი კვირის შემდეგ, როგორც მითხრეს, სრულად გამოვჯანმრთელდები, – განაცხადა გრეტცკიმ.