უეფა-ს წარმომადგენელი - არ გვაქვს უფლება, რომელიმე გუნდს ჩემპიონის ტიტული მივანიჭოთ
პორტუგალიური გამოცემა „ბოლა“ უარყოფს ესპანურ გაზეთ „ასის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს უეფა ქვეყნების ჩემპიონებად ამჟამინდელი ლიდერების გამოცადებას გეგმავს. წყაროდ „ბოლას“ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენელი მოჰყავს, რომლის სახელსა და გვარს არ ასახელებს.
წყაროს ინფორმაციით, უეფას არ აქვს უფლებამოსილება, რომ რომელიმე გუნდს ქვეყნის ჩეპიონის ტიტული მიანიჭოს, რადგან ეს მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების გადასაწყვეტია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე შეჩერდა ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და სხვა ჩემპიონატები, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.