უეფას პრეზიდენტი - ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოასისტენტის გამოყენება ადრეა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოასისტენტის (VAR) სისტემის გამოყენების დრო ჯერ არ დამდგარა. რეალისტური პროგნოზებით, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ეს სისტემა 2019 წლიდან დაინერგება.
“ჩემპიონთა ლიგა “ფერარივით” ან “პორშესავითაა”. რთულია ასე ადგე, დაჯდე და წახვიდე. ჯერ უნდა გაივარჯიშო, ტესტები ჩაატარო. თითოეული უნდა მიხვდეს, როგორ მუშაობს ეს მანქანა. ამიტომაც, ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ის სისტემის გამოჩენა ჯერ ადრეა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე სამუდამო უარს ვამბობთ”, – აცხადებს ჩეფერინი Football Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში. – ”ჩემპიონთა ლიგაზე ამ სისტემის გამოჩენა გარდაუვალია და ის ერთხელაც ამუშავდება, მაგრამ აჩქარება არ არის საჭირო. თუ რეალისტურად შევხედავთ, VAR, შესაძლოა, 2019-20 წლების სეზონიდან გამოჩნდეს ჩემპიონთა ლიგაზე”.