უეფას მთავარი ექიმი პესიმისტურად უყურებს ევროსეზონის განახლებას
უეფას მთავარი ექიმი პესიმისტურად უყურებს ევროსეზონის განახლებას

უეფას სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტიმ მეიერმა აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის განახლებაში.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, თუნდაც გადაადგილების შეზღუდვების გამო. კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა. არსებობს სხვადასხვა სცენარი, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ზოგიერთ ადგილას სირთულის დონე უფრო მაღალი იქნება. ჩვენ დაველოდებით და ვნახავთ, როგორი იქნება სიტუაცია.

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მდგომარეობაა. გერმანიაში სიტუაცია უფრო კარგია, ვიდრე, მაგალითად, ინგლისში. თუმცა, დღეისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება“, – თქვა მეიერმა.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებები პლეიოფის პირველ სტადიაზეა შეჩერებული.