დღეს, თბილისის დროით 15 საათზე. შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას მიერ ინიცირებული ახალი სანაკრებო ტურნირის – უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება, რომლის მიხედვითაც, A, B, C და D ლიგებში მოხვედრილი ნაკრებები ჯგუფებში გადანაწილდებიან.
A ლიგა
I კალათი: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი;
II კალათი: საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია;
III კალათი: პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია.
მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაიყოფიან (თითოში – სამი გუნდი). 2019 წლის ივნისში, ჯგუფების ოთხი გამარჯებული პლეი ოფის სისტემით (ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი) ითამაშებენ, რათა გამოავლინონ უეფას ერთა ლიგის ჩემპიონი.
ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები დაქვეითდებიან B ლიგაში და 2020 წელს, ახალ გათამაშებას იქ ჩაატარებენ.
B ლიგა
I კალათი: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი;
II კალათი: შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია;
III კალათი: ჩრ. ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი.
მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაიყოფიან (თითოში – სამი გუნდი). უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუსეთი და უკრაინა სხვადასხვა ჯგუფში მოხვდებიან.
ჯგუფებში გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, ბოლო ადგილზე გასულები დაქვეითდებიან C ლიგაში.
C ლიგა
I კალათი: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია;
II კალათი: საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია;
III კალათი: ჩერნოგორია, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი;
IV კალათი: კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა.
მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაიყოფიან – ერთ ჯგუფში სამი გუნდი იქნება (თითო გუნდი პირველი, მეორე და მესამე კალათებიდან) და სამში – ოთხი. ზამთარში მატჩების ჩატარების სირთულიდან გამომდინარე, ერთ ჯგუფში არ იქნება ორზე მეტი გუნდი ამ სიიდან – ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, ფინეთი.
ჯგუფებში გამარჯვებულები B ლიგაში გადავლენ, ბოლო ადგილზე გასულები დაქვეითდებიან D ლიგაში.
D ლიგა
I კალათი: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო;
II კალათი: სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი;
III კალათი: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა;
IV კალათი: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.
მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაიყოფიან (თითოში – ოთხი გუნდი). უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, სომხეთი და აზერბაიჯანი სხვადასხვა ჯგუფში მოხვდებიან.
მაღალი სატრანსპორო დანახარჯებიდან გამომდინარე, ჯგუფში მოხვდება მხოლოდ ერთი წყვილი ამ სიიდან – ანდორა და ყაზახეთი, ფარერები და ყაზახეთი, გიბრალტარი და ყაზახეთი, გიბრალტარი და აზერბაიჯანი.
ჯგუფებში გამარჯვებულები C ლიგაში გადავლენ.
უეფას ერთა ლიგის კალენდარი:
I ტური. 6-8 სექტემბერი, 2018 წელი
II ტური. 9-11 სექტემბერი, 2018 წელი
III ტური. 11-13 ოქტომბერი, 2018 წელი
IV ტური. 14-16 ოქტომბერი, 2018 წელი
V ტური. 15-17 ნოემბერი, 2018 წელი
VI ტური. 18-20 ნოემბერი, 2018 წელი
A ლიგის ფინალური ტურნირი 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება.