უეფამ ქართველი არბიტრები ევროპის ლიგის შეხვედრაზე დანიშნა
უეფამ ქართველი არბიტრები ევროპის ლიგის შეხვედრაზე დანიშნა

გიორგი ყრუაშვილი და მისი ბრიგადა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ზედიზედ მეორე ტურის მატჩს განსჯის – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები 29 ნოემბერს გაიმართება. ყრუაშვილი და მისი ბრიგადის სამი მსაჯი ტრონჰეიმის ლერკენდალის სტადიონზე ნორვეგიული „როსენბორგისა“ და ავსტრიული „ლასკის“ მატჩს განსჯიან.

ყრუაშვილი უეფამ მთავარ არბიტრად დანიშნა, ასისტენტობას მას ზაზა მენთეშაშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება.

ქართველ არბიტრთა ბრიგადამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩზეც იმუშავა, რომელიც 7 ნოემბერს სენტ-გალენის „კიბუნპარკზე“ გაიმართა – ყრუაშვილი შვეიცარიული „ლუგანოსა“ და შვედური „მალმიოს“ შეხვედრას უძღვებოდა.

გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრი გახდა, რაც ასეთი დონის შეხვედრებზე მუშაობის უფლებას იძლევა.