თებერვალში, ბრატისლავაში გამართულ უეფას აღმასკომზე, ევროპის თასების (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ევროპის სუპერთასი) რეგლამენტში მნიშვნელოვანი საკვანძო ცვლილებები შეიტანა.
ახლა უეფამ დამატებითი ცვლილებები მოამზადა, რომელიც ძალაში 2018/19 სეზონიდან შევა. ამ პერიოდიდან, პლეიოფის მატჩების დამატებულ დროში გუნდებს მეოთხე მოთამაშის შეცვლის უფლება დართო.
გარდა ამისა, მხოლოდ ტურნირების ფინალებში (ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და სუპერთასის) განაცხადი შეიძლება იყოს 23 მოთამაშე (ნაცვლად 18). ამდენად, სკამზე 7 ნაცვლად 12 მოთამაშე იქნება. ეს მწვრთნელებს საშუალებას მისცემს, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მოთამაშეები უფრო მოქნილად შეცვალონ.