ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სამი კვირით ადრე, უეფას ოფიციალურმა გვერდმა 2017-18 წლების სეზონის გამარჯვებულად “ლივერპული” გამოაცხადა, – წერს ბრიტანული გაზეთი The Sun.
ვებგვერდის “ისტორიის” განყოფილებაში გაჩნდა ბანერი, რომელზეც წერია, რომ მიმდინარე გათამაშების ჩემპიონი არის “ლივერპული”.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, კიევში გაიმართება.