უეფამ ხაჩერიდი არ დასაჯა, „სპარტაკის“ საკითხს კი განიხილავს
უეფამ ხაჩერიდი არ დასაჯა, „სპარტაკის“ საკითხს კი განიხილავს

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის „სპარტაკმა“ ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლა და გასვლაზე წაგებული შეხვედრის (2:3) შემდეგ შინ მხოლოდ ფრეს (0:0) დასჯერდა.

ამგვარად, მოსკოველები გათამაშებას გამოეთიშნენ. შეხვედრის შემდეგ „სპარტაკის“ ხელძღვანელობამ ჩათვალა, რომ ბერძენთა უკრაინელმა მცველმა, ევგენი ხაჩერიდიმ მოსკოველ გულშემატკივრების წინაშე უკრაინის დროშის ფერებიანი დამცავი შეგნებულად გამოაჩინა და მისი დასჯა მოითხოვა.

უეფამ მოსკოვის „სპარტაკის“ ბრალდებები უსაფუძლოდ ჩათვალა – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ბერძნული პაოკ-ის უკრაინელი მოთამაშის მიმართ არანაირ სანქციებს არ გამოიყენებს, თავად „სპარტაკის„ მიმართ კი საქმე აღძრა.

მიზეზი ისაა, რომ მოსკოვის სტადიონზე გულშემატკივრების გასასვლელი დახურული იყო, ასევე მოსკოველთა მოთამაშემ, ლუიზ ადრიანომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.