კრიშტიანუ რონალდუსთვის ახალი სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო. პირველ რიგში, მან გოლის გატანას სამი მატჩი მოანდომა და, გარდა ამისა, ახალი გუნდის მაისურით შემდგარ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი მიიღო და ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
გარდა ამისა პორტუგალიელს ჯილდოებშიც არ გაუმართლა. „ჩემპიონთა ლიგის“ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო, თვითონ კი მხოლოდ საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მიიღო. გარდა ამისა, იგივე ფეხბურთელმა გამოაცალა გუშინ ხელიდან კიდევ ერთი ჯილდო, რომელსაც ფიფას წლის რჩეული ფეხბურთელი ეწოდება.
მაგრამ ამ ყველაფრის მერე კრიშტიანოს, როგორც იქნა, სულ მცირეოდენი სასიამოვნო იმფორმაცია მაინც მიუვიდა. ტურინელებმა მისი წითელი ბარათი გაასაჩივრეს და ამან შედეგი გამოიღო. მართალია პორტუგალიელს ერთი მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს, მაგრამ, რაც მთავარია, „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებას შეძლებს. მას მხოლოდ „იანგ ბოისთან“ დაპირისპირებაში ვერ ვიხილავთ.