უეფამ მატჩების დაწყებამდე ტრადიციადქცეული ხელის ჩამორთმევა გააუქმა – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად მიიღეს.
უეფამ გამოაცხადა, რომ მოთამაშეები ხელს აღარ ჩამოართმევენ მეტოქეებს და მსაჯებს, რაც წინასამატჩო პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.
ეს რეგულირება ძალაში იქნება უეფას ტურნირების ყველა მატჩში და შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რათა COVID-19 ვირუსის შესაძლო გავრცელება შემცირდეს.