უეფამ გულშემატკივრების ვერსიით 2018 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
უეფამ გამოაქვეყნა 2018 წლის სიმბოლური ნაკრები, რომელიც გულშემატკივრების მიერ არის შედგენილი.
საუკეთესო ფეხბურთელები აარჩიეს ინტერნეტში ხმის მიცემის მეშვეობით. ეს პროცედურა დეკემბრის შუა რიცხვებიდან გრძელდებოდა უეფას ოფიციალურ გვერდზე. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1.8 მილიონმა ადამიანმა.
2018 წლის ნაკრები:
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), რაფაელ ვარანი (რეალი), მარსელო (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი/იუვენტუსი).