ხუთშაბათს, კიევში გაიმართა უეფას აღმასკომის სხდომა, რომელზეც დაამტკიცეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის განრიგი.
გახსნის მატჩი 12 ივნისს, რომში გაიმართება.
A ჯგუფის მატჩებს რომი და ბაქო უმასპინძლებენ.
B ჯგუფი: სანკტ პეტერბურგი და კოპენჰაგენი.
C ჯგუფი: ამსტერდამი და ბუქარესტი.
D ჯგუფი: ლონდონი და გლაზგო.
E ჯგუფი: ბილბაო და დუბლინი.
F ჯგუფი: მიუნხენი და ბუდაპეშტი.
ჯგუფური ეტაპი 24 ივნისს დასრულდება. 25 და 25 ივნისი დასვენების დღეები იქნება.
27-30 ივნისს გაიმართება მერვედფინალური ეტაპი:
27 ივნისი. 1A – 2C, ლონდონი
27 ივნისი. 2A – 2B, ამსტერდამი
28 ივნისი. 1B – 3A/D/E/F, ბილბაო
28 ივნისი. 1C – 3D/E/F, ბუდაპეშტი
29 ივნისი. 2D – 2E, კოპენჰაგენი
29 ივნისი. 1F – 3A/B/C, ბუქარესტი
30 ივნისი. 1E – 3A/B/C/D, გლაზგო
30 ივნისი. 1D – 2F, დუბლინი
1 და 2 ივლისი დასვენების დღეები იქნება.
3-4 ივლისს გაიმართება მეოთხედფინალური ეტაპი:
3 ივლისი. სანკტ პეტერბურგი
3 ივლისი. მიუნხენი
4 ივლისი. ბაქო
4 ივლისი. რომი
5 და 6 ივლისი დასვენების დღეები იქნება.
7-8 ივლისს გაიმართება ნახევარფინალური ეტაპი:
7 ივლისი. ლონდონი
8 ივლისი. ლონდონი
9, 10 და 11 ივლისი დასვენების დღეები იქნება.
ფინალი ლონდონში 12 ივლისს გაიმართება.