უეფამ ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ წილისყრა ჩაატარა
უეფამ ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ წილისყრა ჩაატარა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ერთა ლიგის ფინალური ტურნირის – „ოთხთა ფინალის“ წილისყრა.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2020-21 წლების სეზონის A ლიგის საუკეთესო გუნდები: იტალია, ბელგია, საფრანგეთი და ესპანეთი.

წილისყრის მიხედვით, ასეთი ნახევარფინალური წყვილები ჩამოყალიბდა:

იტალია-ესპანეთი

ბელგია-საფრანგეთი

პირველი ნახევარფინალი 2021 წლის 6 ოქტომბერს მილანში გაიმართება, მეორე – 7 ოქტომბერსს, ტურინში. ფინალი 10 ოქტომბერს მილანშია დაგეგმილი.