უეფა-მ ბილბაოს ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობის უფლება ჩამოართვა #1TVSPORT
უეფა-მ ბილბაოს ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობის უფლება ჩამოართვა #1TVSPORT

ბილბაო არ მიიღებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მატჩებს. უეფა-მ უკვე აცნობა ამის შესახებ ბასკური ქალაქის მთავრობას. თუმცა, ოფიციალურად ეს ამბავი 23 აპრილს გაცხადდება. გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ბილბაო ვერ უზრუნველყოფს ევრო 2020-ის მატჩებზე ტრიბუნების მინიმუმ 25 პროცენტით შევსებას.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოს ევროპის ჩემპიონატის დროს ჯგუფური ეტაპის სამი მატჩისთვისა და ერთი მერვედფინალისთვის უნდა ემასპინძლა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ოთხი შეხვედრის გადატანას სევილიაში აპირებენ.