უეფა თავისი ოფიციალური “ტვიტერის” მეშვეობით გამოეხმაურა არსენ ვენგერის განცხადებას “არსენალიდან” წასვლის შესახებ და გამოაქვეყნა ლონდონური კლუბის სიმბოლური ნაკრები ფრანგი მწვრთნელის მოღვაწეობის პერიოდში.
არსენ ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან ავარჯიშებდა.
ვენგერის ეპოქის “არსენალის” სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ძირითადი შემადგენლობა: დევიდ სიმენი – ლაურენი, სოლ კემპბელი, ტონი ადამსი, ეშლი კოული – ფრედი იუნგბერგი, პატრიკ ვიეირა, ჟილბერტო სილვა, რობერ პირესი – დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი.
სათადარიგოები: იენს ლემანი, კოლო ტურე, სესკ ფაბრეგასი, მარკ ოვერმარსი, მესუთ იოზილი, იან რაიტი, ნვანკვო კანუ.