„უეფამ“ (UEFA) არგენტინას ერთა ლიგაზე თამაში შესთავაზა
„უეფამ“ (UEFA) არგენტინას ერთა ლიგაზე თამაში შესთავაზა

„უეფამ“ (UEFA) შესთავაზა არგენტინის ნაკრებს, შეუერთდეს ერთა ლიგის გათამაშებას მას შემდეგ, რაც ამ გუნდს კოპა ამერიკას გათამაშებისას კონფლიქტური სიტუაცია შეექმნა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციასთან (CONMEBOL).

„ფოქს სპორტის“ (Fox Sports) ინფორმაციით, „უეფა“ მზად არის ჩართოს თავის ტურნირში არგენტინის ნაკრები, თუ გუნდი უარს იტყვის კოპა ამერიკაზე.

არგენტინამ მესამე ადგილი დაიკავა 2019 წლის ტურნირზე. გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ დაადანაშაულა „კონმებოლი“ კორუფციასა და მომავალი ჩემპიონის, ბრაზილიის ნაკრების მხარდაჭერაში.