უეფამ მიიღო გადაწყვეტილება – გაურკვეველი ვადით შეაჩეროს საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს გამოწვეულია მთიან ყარაბახში დაძაბული სიტუაციის გამო.
„უეფას მიაჩნია, რომ დღეისთვის ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, – წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.
ორივე ქვეყნის ფედერაციებსა და კლუბებს შეუძლიათ წარმოადგინონ ალტერნატიული ადგილები უეფას ეგიდით გასამართი საშინაო მატჩებისთვის.
უეფა ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის იმ მატჩებზე, რომელიც მომავალი წლის ივნისში ბაქოში უნდა გაიმართოს.