უეფა - ტალიაფიკოს გოლის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო
უეფა - ტალიაფიკოს გოლის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო

„ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის პირველ ტაიმში, „აიაქსის“ მიერ მადრიდის „რეალის“ კარში გატანილ და არ ჩათვლილ გოლს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ მატჩში ანგარიში მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ გახსნა, მაგრამ ვიდეო განმეორების ნახვის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დამირ სკომინამ გოლი გააუქმა.

აიაქსისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირების პირველ ნახევარში, მატჩის 38-ე წუთზე, ნიკოლას ტალიაფიკომ „რეალის“ კარში გოლი გაიტანა, რომელიც ვიდეო არბიტრის (VAR)-ის ჩარევის შედეგად გაუქმებულ იქნა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა განაცხადა, რომ ტალიაფიკოს თანაგუნდელი დუშან ტადიჩი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მადრიდის „რეალის“ გოლკიპერ ტიბო კურტუას ხელს უშლიდა. შედეგად, ტალიაფიკოს თაური დარტყმის დროს, კურტუას ხელი შეეშალა ეთამაშა ბურთზე და ამის შესაძლებლობა წაერთვა.

გადაწყვეტილება მიღებულ იქცა ვიდეო არბიტრთან გავლილი კონსულტაციისა და მისგანვე მიღებულ ინსტრუქტაჟზე დაყრდნობით. გოლი სამართლიანად გაუქმდა, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო კი თავისუფალი დარტყმა დაინიშნა“, – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.